კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენი კონფიდენციალურობის დაცვაზე და ეს განცხადება მოიცავს იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც საიტის გამოყენებისას თქვენ შესახებ ვაგროვებთ. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე.

როდესაც ქვემოთ აღწერილი წესით გვაწვდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული იქნება ეს ინფორმაცია მითითებული წესების შესაბამისად. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების მიზნები მითითებულია ქვემოთ.

ვებგვერდი საოპერაციო მიზნებისთვის იყენებს ქუქი-ფაილებს.

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებსაც თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდები თქვენს კომპიუტერში ათავსებენ. ისინი ფართოდ გამოიყენება საიტის აქტივობისა და მომხმარებლების მიერ საიტის გამოყენების თავისებურებების განსასაზღვრად. შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია და არ წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას.

ვებგვერდი ასევე იყენებს Google Analytics-ს იმის გასარკვევად, თუ საიდან შემოდიან მომხმარებლები და საიტის რომელ ნაწილებს იყენებენ ყველაზე ხშირად. ეს გვეხმარება, გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება საიტის გამოყენებისას. Google Analytics-ის ქუქი-ფაილები საიტის ვიზიტორების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას არ აგროვებს.

თუ არ ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენებას, შეგიძლიათ მათი გამოყენება შეწყვიტოთ თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონში ვებ-ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ძირითადი ბრაუზერების ტიპებში ინფორმაციის პარამეტრებისა და ქუქი-ფაილების გამორთვის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

ღილაკზე „თანხმობა“ დაჭერით თქვენ ადასტურებთ თქვენს კომპიუტერში ქუქი-ფაილების განთავსებას. თუ წაშლით ქუქი-ფაილებს, ვერ შეძლებთ საიტის სრული ფუნქციონალის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია

ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი) თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე.

რისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მონაცემები:

თუ მოგვაწვდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ მას გამოვიყენებთ თქვენი ინტერესებისა და საჩივრების გასარკვევად.

ჩვენ შეიძლება პერიოდულად გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ შეგატყობინოთ ჩვენს საიტზე განხორციელებული ცვლილებების, ახალი პროდუქტების, საიტისა და სერვისების განახლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. თუ არ გსურთ ამგვარი ელფოსტის მიღება, უბრალოდ მიჰყევით გამოწერის გაუქმების ინსტრუქციებს.

რისი გაკეთება არ შეგვიძლია ამ მონაცემებით:

პიროვნებასთან დაკავშირებული იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არ შეიძლება გაიყიდოს ან გაქირავდეს ორგანიზაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების მიზნით.

თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:

(i) მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ხდება თუ არა თქვენი მონაცემების დამუშავება, (ii) მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი დამუშავებული მონაცემების შესახებ, (iii) მოითხოვოთ დამუშავების მიზნის შესახებ ინფორმაცია და ამ დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა, (iv) გაიგოთ მონაცემთა მესამე მხარის მიმღებების შესახებ, როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, (v) მოითხოვოთ თქვენი დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესწორება, (vi) მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, (vii) და (viii) მოითხოვოთ, რომ ჩვენ მესამე მხარეს ვაცნობოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, (viii) გაასაჩივროთ თქვენი პერსონალური მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული თქვენთვის უარყოფითი შედეგები, (ix) მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უკანონო დამუშავების შედეგად განიცადეთ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:

ვიზიტის დრო და თარიღი

მომხმარებლის მიერ გამოყენებული მოწყობილობის, ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

მომხმარებლის IP მისამართი;

მომხმარებლის ვებგვერდზე შესვლის გვერდის URL მისამართი;

იმ ვებგვერდის URL მისამართი, საიდანაც მომხმარებელი გადმოვიდა;

მომხმარებლის მიერ გამოყენებული საძიებო ფრაზა, რომლის საშუალებითაც მან მომხმარებლის ვებგვერდს მიაგნო.