Şərtlər və Qaydalar

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

როდესაც ვსაუბრობთ პერსონალურ ინფორმაციაზე, ვგულისხმობთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებლები YQS LLC-ის სერვისებით სარგებლობისას კომპანიას აწვდიან.

პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპები

ზოგადი პრინციპები:
YQS LLC-ს შეუძლია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ან გამჟღავნება შემდეგი მიზნებისთვის:
– თქვენი მომსახურების პრეფერენციების განსაზღვრისთვის

– თქვენთვის ინფორმაციის, აქციების, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების ან სარეკლამო მასალების გასაგზავნად

– YQS LLC-ის ინტერესების დასაცავად

– მართლმსაჯულების მიზნებისთვის

– YQS LLC-ის მომსახურებების ან მესამე მხარის სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს

უსაფრთხოების პრინციპები:
YQS LLC პასუხისმგებელია ყველა საჭირო ზომის, მათ შორის ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების, მიღებაზე, რათა დაცული იყოს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული პერსონალური მონაცემების შემთხვევითი წაშლა ან არასათანადო გამჟღავნება.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგისტრაციის ფორმაში მოთხოვნილ ინფორმაციაზე გაცემულ პასუხებზე. თუ სარეგისტრაციო ფორმაში მოთხოვნილი ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად იქნება მითითებული, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შეჩერება ან მომსახურების სრულად შეწყვეტა.

YQS LLC პასუხისმგებელია საკუთარი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვაზე.